logo
ENG



სოლოღაშვილი: 6 ახალი შემთხვევიდან 5 ბოლნისის კლასტერია

15 მაი 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საავაადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი შეიყვანეს.

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, ახალი შემთხვევებიდან 5 ბოლნისის კლასტერიდანაა, ხოლო 1 კარანტინის შემთხვევაა.

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 65 პაციენტი მკურნალობს. აქედან 51-ს დადასტურებული აქვს კოვიდ 19-ის დიაგნოზი. ათია 18 წლამდე ასაკის მოზარდი. გყვავს 6 ახალი პაციენტი. 6 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი გამოჯანმრთელდა. 6 ახალი შემთხვევიდან 5 ბოლნისის კლასტერია და ერთი კარანტინის. ახალი სამი მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძმისაა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა. 

ქვეყანაში კორონავირუსით 671 პაციენტი დაინფიცირდა. აქედან 393 განიკურნა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

პირველად კორონავირუსი საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა