სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ფრანგული გამოცემა Le Monde-ს 2 ჟურნალისტი დაიჭრა.
მოგვიანებით, სომხეთის მთავრობამ კიდევ ერთი Twitter-პოსტი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაპირისპირების დროს კიდევ ორი მედიის ჟურნალისტი დაიჭრა. საუბარია 24news.am-სა და Armenia TV-ზე.
მათი ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო დარტყმა ავტომობილზე მიიტანა, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა. დაჭრილი ჟურნალისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Reporters from https://t.co/LV3D21vyBg and #Armenia TV are wounded from #Azerbaijan|i bombardment
Журналисты https://t.co/LV3D21vyBg и Armenia TV ранены в результате обстрела азербайджанских вооружённых сил #AzerbaijaniAggression #AzerbaijanAgainstReporters pic.twitter.com/37CZsQeLSm
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. მედიებში გარდაცვლილებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა.