სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომეხი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, როცა ქართული მხარის განამრტებებს მოისმენს.
შეგახსენებთ, რომ სამი სომეხი ჟურნალისტი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 11 ოქტომბერს არ შემოუშვეს. მათ უთხრეს, რომ საქართველოში მათი მუშაობა „არასასურველია." შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რის საფუძველზე უთხრეს უარი ჟურნალისტებს.