logo
ENG



სოფელ ღვანკითში შეზღუდვების მოხსნას უახლოეს დღეებში გეგმავენ

12 მაი 202010:15
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ ღვანკითში შეზღუდვების მოხსნას უახლოეს დღეებში გეგმავენ. გადაწყვეტილება იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა.

სოფელ ღვანკითის საკარანტინე ზონად გამოცხადების მიზეზი სოფელში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის სიმრავლეა. შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი, კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, 23 აპრლის ჩაიკეტა. 


close დახურვა