logo
ENG



სტოლტენბერგი: გვსურს, ვიხილოთ უკრაინა, რომელსაც შეუძლია პუტინის ჯარისკაცები უკან დახიოს

04 აპრ 202313:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/yybyibph4wt0imz.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის სურვილია, იხილოს უკრაინა, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტ პუტინის ჯარისკაცები უკან დახიოს.

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის დაინტერესებული უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაციის "გაყინვით". ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ალიანსის პასუხისმგებლობაა, დარწმუნდნენ, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია არ "გაიყინება".

"მე ყურადღებით განვიხილავდი ასეთი სცენარის ალბათობას. მე მჯერა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინა, რომელსაც შეუძლია გაათავისუფლოს მეტი მიწა, უკან დახიოს პრეზიდენტ პუტინის ჯარისკაცები და შემდეგ, ამან შექმნას პირობები გარკეული სახის მოლაპარაკებებისთვის", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე, ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

"ეს არის არსებითად გადადებული ომი ერთი, ორი, სამი წლით, როდესაც რუსეთის ფედერაცია დაასრულებს შეცდომებზე მუშაობას, თავისთვის მეტ რესურსს დააგროვებს და განახლებული ენერგიით დაიწყებს უკრაინაზე შეტევას", - განაცხადა პოდოლიაკმა.


close დახურვა