NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ომის შემდეგ უკრაინა ყველა საჭირო რეფორმას განახორციელებს, ალიანსის წევრი გახდება.
"მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. [უკრაინა-NATO-ს] შეხვედრაზე რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე შევთანხმდებით. ჩვენ ვაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების გზაზე", - ამბობს სტოლტენბერგი.
ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები და ფინეთი უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას უგზავნიან, რათა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვან.
უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში შეიტანა.