logo
ENG



სხდომაზე დაკითხული არცერთი გვარამიას ბრალეულობას არ ადასტურებს - საძაგლიშვილი

09 მარ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე, დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

გვარამიას უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებს.

"არ დაკითხულა მოწმე, რომელსაც უშუალო შემხებლობა შეიძლება ჰქონოდა, პროკურატურის ვერსიით სადაო გარემოებებთან. შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ჩვენებით არ დადასტურებულა ბრალდების რომელიმე კომპონენტი“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

თავის მხრივ, ბრალდების მხარე ამტკიცებს, იმას, რომ ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა პროკურატურის მიერ ჩატარებული მოქმედებების ლეგიტიმურობა. 

"დაიკითხა „ინტერმედია პლუსის“ ორი თანამშრომელი. ორივე არის იურისტი. ერთმა პიროვნებამ დაადასტურა ჩვენს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება. აღნიშნული პირი მონაწილეობდა როგორც ამოღებაში, ისე დათვალიერებაში. რაც შეეხება მეორე მოწმეს, ის იყო მთავარი იურისტი და მან გაიხსენა „რუსთავი 2“-თან გაფორმებული ხელშეკრულებები“, - განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ.  

შეგახსენებთ, რომ გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.


close დახურვა