logo
ENG



ტიხანოვსკაია ხელახალი არჩევნების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენს არ აპირებს

22 აგვ 202015:11
3 წუთის საკითხავი
 
ტიხანოვსკაია ხელახალი არჩევნების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენს არ აპირებს

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ის საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, - ამის შესახებ მან Belsat-თან ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება მის ბელარუსში დაბრუნებას, ტიხანოვსკაია ამბობს, რომ სამშობლოში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

"დავბრუნდები თუ ვიგრძნობ, რომ ჩემი შვილები და მე უსაფრთხოდ ვართ. არის თუ არა ეს შესაძლებელი მოქმედი ხელისუფლების პირობებში?! - არა", - აღნიშნა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა.

​ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა ის ან მისი მეუღლე ხელახალი არჩევნების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას და ამატებს, რომ რა თქმა უნდა ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული, ტიხანოვსკაია ასე პასუხობს:

"რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება ყველა მომიტინგის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ეს ბელარუსი ხალხის მოთხოვნაა. კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვგეგმავ", - ამბობს ტიხანოვსკაია.


close დახურვა