logo
ENG



ტრამპი: საზარელი სიტუაციაა ბელარუსში, დიდი ყურადღებით დავაკვირდებით

17 აგვ 202019:44
3 წუთის საკითხავი
 
p66loilgn9732hd.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ბელარუსში შექმნილ ვითარებას "საზარელს" უწოდებს და ამბობს, რომ აშშ "ყურადღებით დააკვირდება" მოვლენების განვითარებას.

"საშინელებაა. საზარელი სიტუაციაა ბელარუსში. დიდი ყურადღებით დავაკვირდებით", - თქვა დონალდ ტრამპმა.

შაბათს, 15 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ შტატები ბელორუსში შექმნილ ვითარებას ევროკავშირთან ერთად განიხილავს. მისი თქმით, მიზანი "სუვერენიტეტისა და თავისუფლების მიღწევაში ბელარუსი ხალხის დახმარებაა", - წერს თეთრი სახლის ლიდერი. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 


close დახურვა