ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში გულმკერდისა და მუცლის ორგანოების დაჟეჟილობით, ასევე ორივე ქვედა კიდურის ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შემიყვანეს.
როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. ექიმის თქმით, კაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
გუშინ, ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. მიწის მასაში 2 ადამიანი მოჰყვა. ერთი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.