კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში. დონეცკის ოლქში ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა 55 წლის გელა გოგია, ის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა. გარდაცვლილი მებრძოლის შვილი ფორმულას უყვება, რომ მამას 5 დღის წინ ესაუბრა, მას შემდეგ კი კომუნიკაციის დამყარება ვეღარ შეძლო. გმირ ქართველს სამშობლოში შემდეგ კვირას ჩამოასვენებენ. ფრონტის ხაზიდან ვრცელდება ცნობები დაჭრილი ქართველების შესახებ, რომლებიც ამ დროისთვის კლინიკაში არიან მოთავსებული და მათი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.