logo
ENG



უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები დღეს დაკრძალეს

10 თებ 202414:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/uh0nac1mm5mvkh8.jpg

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური დღეს დაკრძალეს.

უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრი, გოჩა ჟვანია სენაკში დაკრძალეს. 37 წლის ჟვანია ოკუპანტების წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროსაც იბრძოდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებშიც.

1-ელ თებერვალს, მტრის თავდასხმას ჟვანია თანამებრძოლთან ერთად ემსხვერპლა. გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინელთა ბრძოლას საერთო მტრის წინააღმდეგ 2014 წლიდან შეუერთდნენ. 

რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე სულ 58 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა