logo
ENG



უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში რუსული სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს

15 ნოე 202521:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/15/64tz9oxkc55bboy.png

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მართულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში S-400 "ტრიუმფის" საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის ოთხი გამშვები და ორი რადარი გაანადგურეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სატელიტური გამოსახულებები ადასტურებს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით გაანადგურა S-400 "ტრიუმფის" ტიპის მიწა-ჰაერის რაკეტების ოთხი გამშვები, რომლებიც განლაგებული იყო წითელი დროშის კუბანის პოლკის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. მტერმა ასევე დაკარგა ორი ძირითადი რადარი – 96N6 ადრეული გაფრთხილების რადარი და 92N6 სამიზნის აღმოჩენის/ჩამჭრელი რადარი", - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

მედიის ცნობით, თავდასხმამდე, სამხედრო ობიექტზე განლაგებული იყო დაახლოებით 12 S-400-ის გამშვები, რომლებსაც, დიდი ალბათობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაიზიანდნენ.


close დახურვა