logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთის აეროდრომზე აფეთქება მოხდა, 2 სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა

31 ოქტ 202216:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/gkokx4mw35kgznu.png

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე 2 რუსული სამხედრო ვერტმფრენი KA-52 აფეთქდა, ხოლო კიდევ ორ ვერტმფრენს საგრძნობი დაზიანებები მიადგა.

"რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ორი რუსული ვერტმფრენი KA-52 ალიგატორი სრულად განადგურდა. კიდევ ორმა ვერტმფრენმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. რუსეთი სამხედროები დივერსანტებს ეძებენ", - ამბობენ უკრაინულ დაზვერვაში.

დაზვერვის ცნობით, ერთი ვერტმფრენის KA-52 ფასი 16 მილიონ დოლარს აღწევს.


close დახურვა