logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ

03 თებ 202411:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/03/9esa4mxfsx4j81e.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის ტიპის 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 9 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

რუსულმა საოკუპაციო არმიამ უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი დნეპროპეტროვსკის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გაუშვა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა