უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის ოლქში რუსული უპილოტო საფრენი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ამ დროისთვის კიევის რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ დატოვონ თავშესაფრები, ასევე არ გადაიღონ ფოტო და ვიდეო და არ განათავსონ სოციალურ ქსელებში, რათა "რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობის პროცესი არ ნახონ".
სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას ნგრევა არ მოჰყოლია.
გარდა ამისა, 17 ოქტომბერს დილით რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა კიევზეც განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა. კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.