logo
ENG



კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

17 ოქტ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/jjc4wqiqmb3v54b.jpg

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ოკუპანტების მიერ დილით კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.

ამასთან, ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ 12:25 საათის მდგომარეობით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ სახლის ნანგრევებიდან, რომელსაც დღეს ოკუპანტებმა ე.წ ირანული დრონი ესროლეს, 60 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, კლიჩკოს თქმით, ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანია მოყოლილი.

კიევის მერის თქმით, სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

17 ოქტომბერს დილით რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელაერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.~

კიევის მერმა განაცხადა, რომ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას ერთ-ერთი ირანული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის იერიშის სამიზნე კიევში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.


close დახურვა