logo
ENG



უნგრეთის პრეზიდენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების განაცხადს ხელი მოაწერა

05 მარ 202422:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/4z7vpa1pimxebgt.jpg

უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა ტომას შუიოკმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. ინფორმაცია უნგრეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"დღეს პრეზიდენტმა ტომას შიუოკმა ხელი მოაწერა 2024 წლის 26 თებერვლის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ოფიციალური ბუდაპეშტის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება. საკითხს პარლამენტის 188-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 კი წინააღმდეგი იყო.

ამასთან, უნგრეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელსაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება უნდა მოეხდინა. მანამდე გადაწყვეტილება თურქეთმა მიიღო. ორივე ეს ქვეყანა შვედეთის ალიანსი გაწევრიანებას დაბრკოლებებს უქმნიდა. 

***

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.

ალიანსში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმოაა საჭირო. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ.

გასული წლის აპრილში ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.


close დახურვა