logo
ENG



უნდა გაეცნოს პოლიტიკურ ვითარებას - ოპოზიცია მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

21 თებ 202009:21
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ მინისტრობას არ აპირებს, ოპოზიციაში უკვე გამოეხმაურნენ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, პრემიერები მინისტრებად აღარ ბრუნდებიან და მისი ეს განცხადება ნორმალურია.

ყოფილ პრემიერს უკვე შეხვდნენ მისი მეგობრები, თუმცა მათი განცხადებით, პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ ჰქონიათ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით გუშინდელ შეხვედრაზე მერაბიშვილთან მისი ძველი თანაპარტიელები, მეგობრები და ახლობლები იყვნენ. 

"მქონდა მოკლე შეხვედრა ვანოსთან. მან ახლობლების დიდი წრე მოიწვია. ვიყავი ვანოსთან ერთად იმ მთავრობაში, რომლის გაკეთებული საქმეებითაც ვამაყობ, ვგულისხმობ რეფორმებს და პროგრესს“, - ამბობს ბარამიძე.

"ლესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი, ამბობს, რომ მერაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში იზოლირებული იყო. 

"იზოლირებული 7 წლის განმავლობაში. ახალი პოლიტიკური რეალობა როგორია ქვეყანაში, მან თავად უნდა გაიაზროს. უნდა გაიაზროს სად და როგორ არიან მისი მეგობრები“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, თუმცა არა მინისტრიად, არამედ "რიგით ჯარისკაცად". 

 

 

 


close დახურვა