logo
ENG



უსუფაშვილი: არის იმედი იმისა, რომ ორ დღეში შეთანხმება იქნას მიღწეული

29 თებ 202000:05
3 წუთის საკითხავი
 
vyn0u3qbii9voi5.jpg

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური მოლაპარაკებები დიპლომატების მონაწილეობით დასრულდა, როგორც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, უახლოეს ორ დღეში შესაძლოა შეთანხმება იქნას მიღწეული.

„არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული, ამისთვის მეც და ძალიან ბევრი, ვინც აქ ვართ ვაკეთებთ ყველაფერს. არის ობიექტური წინააღმდეგობები იმიტომ რომ, ბოლო 10 დღემდე ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებებს ვერ ვხედავდით, ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას იმისთვის, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში არჩევნები“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


close დახურვა