logo
ENG



ფარცხალაძის გახმაურებული საქმეები

15 სექ 202320:14
3 წუთის საკითხავი
 

ფარცხალაძის აღზევება ივანიშვილის თანხმობით დაიწყო. გენერალური პროკურორობიდან რეკორდულად მოკლე დროში მოუწია წასვლა. გაეხვა დიპლომისა და ბოტასების ქურდობის სკანდალებში. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დარჩა პროკურატურის არაფორმალურ მმართველად და იზრდება მისი გავლენა ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებზე. 

ფარცხალაძის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სკანდალი - სპორტის მინისტრის ცემა სარდაფში. ფიზიკურად გაუსწორდა გენერალურ აუდიტორსაც, რომელიც მოგვიანებით ქვეყნიდან წავიდა. წლების განმავლობაში ფარცხალაძის მიმართ უმძიმესი ბრალდებები ისმის, მაგრამ ის ხელშეუხებელია.


close დახურვა