კორონავირუსის საფრთხის გამო ფრანების ფესტივალს ტაივანში რეკორდულად მცირე რაოდენობის ადამიანი დაესწრო. თითქმის ყველას, ვინც ტაიპეის ცენტრში იყო შეკრებილი, დამცავი ნიღაბი ეკეთა. ფრანები დღესასწაულისთვის საგანგებოდ მოხატეს.
წელს ფესტივალის მთავარ ფრანს ზღვის ღვთაება მაზუ ეხატა, რომელიც, ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, მეთევზეების მფარველია. ფესტივალი, ტრადიციულად, მთვარის ახალი წლის შემდეგ მეთხუთმეტე დღეს იმართება და გაზაფხულის ფესტივალის სახელითაცაა ცნობილი.