logo
ENG



ქალაქის ისტორიულ ნაწილში უკანონო მშენებლობას ბანკი ქართუ ახორციელებს

19 თებ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფერო დედაქალაქში ფართოვდება. ნებართვის გარეშე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში უკანონო მშენებლობას რამდენიმე თვეა ბანკი „ქართუს“ კომპანია ახორციელებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა არიან. მერი კანონდარღვევაზე ინფორმირებული არ არის.

მშენებარე ობიექტის გარდა კი „ქართუს“ საკუთრებაში არის ორბელიანის მოედანზე მდებარე სკვერის ნაწილი, პირიმზის შენობა, მის წინ მდებარე საპარკინგე ტერიტორია და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

მრავალფუნქციური თანამედროვე შენობის აშენებაზე დედაქალაქის მერიას, ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა შენობის 2 სართული უკვე დასრულებულია. 

სამშენებლო სამუშაოებს, სააქციო საზოგადოება „ეს ემ ესი“ ატარებს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც ოპოზიციის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მზია თოდუა არიან. მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს, ბიზნეს საქმიანობა ეკრძალება.

ბრალდებებს არ პასუხობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ეს ემ ეს“ - ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღარ არის. კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა მზია თოდუამაც, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური კი განმარტავს, რომ თოდუას სააქციო საზოგადოებასთან შეხება არასდროს ჰქონია. 

ასევე „ქართუ ბანკის“ საკუთრებაში აღმოჩნდა, ორბელიანის მოედანზე მდებარე სკვერის ნაწილი, პირიმზის შენობა, მის წინ მდებარე საპარკინგე ტერიტორია და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიის გადაცემის გადაწყვეტილება, ქონების მართვის სააგენტომ მიიღო გასული წლის მეორე ნახევარში მიიღო. 

ორბელიანის მოედნიდან, 100 მეტრში პანორამა თბილისის იწყება, რომელსაც ასევე ბიძინა ივანიშვილი ფლობს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პროექტები საფრთხეს უქმნის თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და ფაქტზე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.


close დახურვა