ახლა ხელისუფლება იმით უნდა იყოს დაკავებული რომ ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად მოთარეშე ღია პრორუსული ძალის ალტ ინფოს ზღუდავდეს, იკვლევდეს მათი დაფინანსების წყაროებს, იკვლევდეს ვიდეოს წარმომავლობას, რომელიც იუთუბ არხზე დასპონსორებულია და ტრიალებს - ვითომ ქართველი ჯარისკაცები აფხაზეთში და ცხინვალში ომის გაჩაღებისკენ რომ მოგვიწოდებენ, პირდაპირ თიშავდეს რუსული არხების მაუწყებლობას, ბლოკავდეს რუსულ საინფორმაციო საიტებს, აკონტროლებდეს ვინ და რატომ შემოდის რუსეთიდან საქართველოში - ამის ნაცვლად ზელენსკის და არახამიას ნაცებად აცხადებს. თუმცა გასაკვირი არაფერია - ქართული ოცნება დიდი ხანია პუტინის პროპაგანდისტულ ნარატივს თარგმნის. მისი ძირითადი მოკავშირის - ალტ ინფოს განცხადებები ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეორებს კრემლის პროპაგანდას. ოცნების მთავრობა როგორც რუსული სცენარის ნაწილი - დროებამ დააკავშირა ერთმანეთს ფაქტები, რომლებიც ზედაპირზე დევს და მოგვითხრობს ქართული მეხუთე კოლონის შესახებ.
ქართული კოლონა - დროება
06 მარ 202220:24
3 წუთის საკითხავი