საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მაია მენაღარიშვილის ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.
"იგეგმება, როგორც ვიცი, იგეგმება", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ფორმულამ 18 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ მინისტრად წულუკიანი დაინიშნება. ის ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.