გასულ კვირას ირაკლი კობახიძის მიერ ნინო ლომჯარიაზე შეტევამ და სააკაშვილის ნესტანდარეჯანის მსგავსად გამოხსნის მცდელობაში დადანაშაულებამ ბევრი სახალისო კომენტარი გააჩინა... ბოლო წლებში ხელისუფლების უზურპაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების აქტიურმა მცდელობამ უკვე საერთაშორისო დამკვირვებლებსაც ღიად ათქმევინა, რომ სახელმწიფო მიტაცებულია. მართალია მათ ქაჯეთის ციხე არ უხსენებიათ, მაგრამ ვეფხისტყაოსნის ქვეყანაში ოცნების თამჯდომარის მიერ გამოყენებულმა მინიშნებებმა სრულიად კონკრეტული ასოციაციები გააჩინა, რასაც დროების სიუჟეტში ნახავთ.
ქაჯური პოლიტიკა - დროება
21 ნოე 202120:22
3 წუთის საკითხავი