logo
ENG



ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო: ინფიცირებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა

21 აპრ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კლინიკაში საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს. 

სულ ქუთაისის ინფექციურ სააცადმყოფოში კოვიდ-19 ინფიციერებული 24 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 ბავშვი. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ოთხი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 5 მა გამოჯანმრთეკებულმა მოქალაქემ კლინიკა უკვე დატოვა.

„დღევანდელი მდგომარეობით გვიწევს სულ 24 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 3 ბავშვია. დანარჩენი პაციენტები, 4-5 მძიმე პაციენტი ყოველთვის გყვავდა. მათი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. დანარჩენის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

ამ მომენტისთვის ქვეყანაში 408 ინფიცირებულია. აქედან, 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 561 ადამიანი.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 



close დახურვა