logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში 5 ახალ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 აპრ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
sz0m1jjvx4wmb59.jpg

ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელთაც კორონა ვირუსი დაუდასტურდათ.

ერთი ქალბატონი ვანის კლასტერიდან არის, მეორე ქალბატონი ფარცხანაყანების კლასტერიდან, ბებია და მისი 5 წლის შვილიშვილი ქობულეთის კლასტერიდან, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისიდან, რომელმაც ცხელების ცენტრს თავად მიაკითხა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

სულ ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ით 17 მოქალაქე მკურნალობს, მათგანს 14-ს პნევმონია აქვს.


close დახურვა