logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, წამლის ფასებზე უმოკლეს დროში შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ

02 აგვ 202111:47
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილის თქმით, წამლის ფასებზე უმოკლეს დროში შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ
ირაკლიიი ღარიბაშვილიი
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ წამლის ფასებზე უმოკლეს დროში შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ზოგიერთ წამალზე კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია რაც აბსოლუტურად მიუღებელია". 

"ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. ჩვენ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ.

არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება". - თქვა მან მთავრობის სხდომაზე. 


close დახურვა