logo
ENG



ღუდუშაური: ლელო საპარლამენტო საქმიანობით თავს არ იკლავდა, ჰარაკირის ტოლფასია

02 ნოე 202112:20
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ლელოს გადაწყვეტილება, აღარ მიიღოს მონაწილეობა პლენარულ სხდომებში, "ჰარაკირის ტოლფასია". გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ საპარლამენტო საქმიანობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის.

"ზოგადად ლელო საპარლამენტო საქმიანობით თავს არ იკლავდა, რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს არის ლელოსთვის ჰარაკირის ტოლფასი, როდესაც ცდილობენ, რომ კიდევ უფრო მეტად ნაციონალური მოძრაობის იმ ერთიანობაში შევიდნენ

საპარლამენტო საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვინმე ახლა ზარმაცის, ინტრიგანის, უსაქმურის, ვისაც მუშაობა არ უნდა ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უნდა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა უნდა, მისი ადგილი პარლამენტში ნამდვილად არაა", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს. როგორც ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ფრაქცია წყვეტს მუშაობას პლენარულის სხდომების ფარგლებში, სანამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს


close დახურვა