logo
ENG



ყოფილი დემოკრატები და რესპუბლიკელები აშშ-ში ახალ, მესამე პარტიას ქმნიან

28 ივლ 202211:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/28/a4yijgahw6axmon.jpg

რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ათობით ყოფილი წევრი ახალ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს. როგორც ისინი აცხადებენ, ახალი პარტიის მიზანია, მიმართონ მილიონ ამომრჩეველს, რომელიც შეშფოთებულია ამერიკის ორპარტიული სისტემის დისფუნქციით.

"წინ" (Forward) - ეს იქნება პარტიის სახელი. Reuters-ის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეები იქნებიან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ენდრიუ იანგი და ნიუ-ჯერსის ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორი, ტოდ ვიტმანი. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი პარტია რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეფექტური ალტერნატივა იქნება.

შემოდგომაზე პარტიის ლიდერები 20-მდე ქალაქში ღონისძიებებს გამართავენ, რათა მხარდამჭერები მოიზიდონ. ოფიციალური გახსნა ჰიუსტონში 24 სექტემბერს გაიმართება, ხოლო პირველი ყრილობა შემდეგი წლის ზაფხულში.

ახალი პარტიის საფუძველი გახდება რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებიც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყოფილმა რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა შექმნეს. მათ მიაჩნიათ, რომ პარტიას ექნება მომავალი, რადგან ამერიკელების ორი მესამედი თვლის, რომ აშშ-ს მესამე პარტია სჭირდება.

პარტიას "წინ" იმედია აქვს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციას მიიღებს და კანდიდატებს დააყენებს როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე ფედერალური და ადგილობრივი მთავრობის ორგანოებში.


close დახურვა