პაატა შავაძემ, რომელიც ხმოვან შეტყობინებაში GDI-ს იურისტ გვანცა წულუკიძეს დამამცირებლად და ცინიკურად მიმართავდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ამასთან დაკავშირებით ის Facebook-ზე ჰომოფობიურ პოსტს აქვეყნებს, თავს ესხმის NGO-ებს და იგინება:
"ოფიციალურად გაცხადებული მე..აკე უნდა იყო და უცებ გახდები უზენაესი სასამართლოს ენჯეობისათვის სანუკვარი მოსამართლე!! აი, ეს არის ამათი კრიტერიუმი და ამით აფასებენ ესენი დღეს პროფესიონალიზმს! ვერ გავხდები მე..აკე! კაცი ვარ კაცური თქვენი დედაც!", - წერს შავაძე.
ცნობისთვის, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის (GDI) იურისტმა გვანცა წულუკიძემ დღეს ხმოვანი შეტყობინა გამოაქვეყნა, სადაც მას მოსამართლეობის კანდიდატი პაატა შავაძე დამამცირებლად მიმართავდა:
"გვანცუშკები, გვანცუშკები, როგორ ხარ? ბოდიში, რომ შენთან ვერ შევათანხმე მოვდივარ თუ არ მოვდივარ. სად მუშაობ? დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი თუ რაღაც გიწერია, ხომ? აწი შეგათანხმებ, როცა ვერ ჩამოვალ, ან სადმე თუ მივდივარ და აუცილებლად შეგატყობინებ, რომ შენ იცოდე, სად მივდივარ, სად მოვდივარ. შენ ხო მეტი საქმე არაფერი არ გაქვს, ასეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავ რაღაცებს, ბოდიში, რომ შენ და შენს დამქაშებს და ენჯეოშნიკებს ვერ შეგატყობინეთ. შენი საქმე არ არის მე სად წავალ და სად მოვალ", - მიმართავს შავაძე გვანცა წულუკიძეს.
ეს გზავნილი GDI-ის იურისტმა მას შემდეგ მიიღო, რაც Facebook-ზე გააკრიტიკა შავაძე, რომელიც მორიგ ჯერზე არ გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებაზე.
შავაძე ფორმულასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ ხმოვანი შეტყობინება არ გაუგზავნია მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტყობინება გასაჯაროვდა და ის საზოგადოებამ მოისმინა.