logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები მოწმეების დაკითხვას გეგმავენ

17 ივლ 202009:17
3 წუთის საკითხავი
clock 345

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები, მოწმეებს დღეს უწყებას გაუგზავნიან და დასაკითხად დაიბარებენ.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ გამოძიება სწორ შეკითხვებს ვერ სვამს, ამიტომ მათ სურთ მოწმეები პირადად დაკითხონ და მოისმინონ პასუხები, რომელიც მათი თქმით, მომხდარის შესახებ რეალურ სურათს აჩვენებს.  

იმ შემთხვევაში თუ მოწმეები გამოკითხვაზე უარს იტყვიან, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ, რათა მათი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს. საუბარია მათ შორის შაქარაშვილის მეგობარზე, გურამ ამირხანაშვილზე და ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეზე

ადვოკატებს სურთ, რომ მოწმეები გამოკითხვაზე ხვალ დაიბარონ. 

"დაცვის მხარეც აპირებს, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს. 

მაგალითად, ვაპირებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გავემართოთ შესაძლო დანაშაულის ადგილას და ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაცვის მხარე ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს არ ატარებს და ამიტომ, ვაპირებთ, რომ ეს ექსპერიმენტი ჩვენ ჩავატაროთ", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული მორაგვის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ

 


close დახურვა