logo
ENG



შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

27 ივნ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ლონდა თოლორაიას უწყება საქმეს ორი მუხლით იძიებს - უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება და ჩვენების იძულებით მიღება.

საქმეზე უკვე გამოიკითხა არასრულწლოვნის მამა. მისი თქმით, შვილი ადგილზევე ვერ დაიცვა, რადგან შეეშინდა.

არასრულწლოვნის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე, მცხეთაში ხიდთან ზურგში ჩაარტყეს.

„ისაუბრა დარღვევებზე, რომლებიც იყო. არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყოს. როცა გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, ხიდთან, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ზურგში ჩაარტყეს", - ამბობს გიორგი გელხაური.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა