logo
ENG



შოლცის თქმით, უკრაინა დასავლურ იარაღს ომის შემდეგაც მიიღებს

22 მაი 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/22/eqf29tb4x6b0s3f.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა დასავლურ იარაღს ომის შემდეგაც მიიღებს.

"მომავალში ჩვენ მოგვიწევს ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიებზე და ეს გარანტიები მოიცავს კითხვას, თუ რამდენად შევიარაღებთ უკრაინას მომავალში. ომის შემდეგ უკრაინა დასავლური წარმოების იარაღით აღიჭურვება", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

მანამდე, შოლცმა განაცხადა, რომ მოკავშირე ქვეყნების განზრახვა, დაიწყონ უკრაინელი მფრინავების წვრთნა, არის ნათელი სიგნალი სიგნალი რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს გრძელვადიან ომში გამარჯვებას.

ამასთან, გუშინ, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მშვიდობა ვერ მიიღწევა კონფლიქტის გაყინვით და რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებით. მისი განცხადებით, რუსეთმა უკრაინიდან ჯარი უნდა გაიყვანოს.


close დახურვა