logo
ENG



შოლცი: მშვიდობის შესაძლებლობა ახლა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული

15 მარ 202521:41
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/15/flj9ucsp1zfhhft.png

უკრაინას სამართლიანი და მყარი მშვიდობა სჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ჩვენ ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. დიდი მადლობა კირ სტარმერს დღევანდელი შეხვედრისთვის. მშვიდობის შესაძლებლობა ახლა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული – სწორედ მას მართებს თავდასხმების შეწყვეტა", - წერს ოლაფ შოლცი.


close დახურვა