logo
ENG



შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

23 ოქტ 201917:36
3 წუთის საკითხავი
 
2dytg2hvkv7qrtn.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

„წარვადგინეთ დაცვის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი. გიორგი არის პროფესიონალი, კარგი მენეჯერი, ვფიქრობ, კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს,“ - განაცხადა შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. 

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12000 ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს,“ - ამბობს გიორგი ბაგრატიონი.

გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. 


close დახურვა