logo

შსს-ს 2 თანამშრომელსა და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

clock 6 clock 116 clock 16 სექ 202013:50
შსს-ს 2 თანამშრომელსა და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელსა და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ. დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნავენ უწყებაში. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა