logo
ENG



შსს: თიბისი ბანკზე თავდამსხმელი ცხელ კვალზე დავაკავეთ

04 იან 202400:25
3 წუთის საკითხავი
 
შსს: თიბისი ბანკზე თავდამსხმელი ცხელ კვალზე დავაკავეთ

ადამიანი, რომელიც დღეს საღამოს თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიჭრა შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ადასტურებს.

ცნობისთვის დღეს თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა. 

არსებული ინფორმაციით, კაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.


close დახურვა