logo
ENG



შსს: საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია

28 აპრ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სასაფლაობზე შესვლა კვლავ აკრძალულია.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად,

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.

შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება. 

გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 

17 აპრილიდან აკრძალულია სასაფლაობზე მისვლაც.


close დახურვა