logo
ENG



დღეიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

17 აპრ 202010:08
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალება. შეზღუდვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ტვირთის გადაზიდვას, დისტრიბუციის მანქანებს და ადგილზე მიტანის სერვისს. ასევე, დღეიდან სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება. დარღვევის შემთხვევაში იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

გარდა ამისა, დღეიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც. თუ, მოსახლეობა დაწესებულ შეზღუდვებს არ დაიცავს, უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ზომებს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ქვეყანაში სრულ კარანტინს გამოაცხადებს.


close დახურვა