პროკურატურის ყოფილი თამაშრომელი ქალი საგამოძიებო უწყებაში არსებულ ჩაწყობაზე, ნეპოტიზმსა და სექსუალურ შევიწროებაზე სოციალურ ქსელში წერს. მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საჯაროდ აღიარებს, თუ როგორ ხდება უწყებაში დასაქმება, დაწინაურება და როგორ ავიწროებენ პროკურორები ქალ თანამშრომლებს. განცხადების ავტორი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელია.
ახალგაზრდა ქალის საქმეს უფლებადამცველი ბაია პატარაია ეხმიანება. მისი თქმით, პროკურატურის ყოფილი თამაშრომლისგან დარღვევეზე საუბარი მნიშვნელოვანია.
"ეს მამხილებელი განცხადებაა და ბევრ სისტემურ ხარვეზს ავლენს, მათ შორის დამოკიდებულებას ქალი პროკურორების მიმართ და იმ პრობლემებს, რაც მათ აქვთ. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა როცა კონკრეტული ქალები საუბრობენ და ყვებიან თავიანთ ამბავს, ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია გარდა განცხადებებისა, სხვა ზომებსაც მიიღებს რათა საკუთარ დარღვეული უფლებები აღადგინოს,"- აცხადებს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მედიის განვითარების ფონდმა" მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საჯარო უწყებებში არსბეულ ნეპოტიზმსა და ინტერესთა კონფლიქტზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა უწყებებში 300-ზე მეტია.