ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, ორბელში, ლაჯანაში, შპატაგორსა და ლეშკედაში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა.
როგორც ცაგერის მერიის ადმინისტრაციაში ფორმულას განუცხადეს, მუნიციპალიტეტში შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდება.
ამ წუთებში ცაგერის მერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.