logo
ENG



ცესკო - გაურკვეველი პირები ჩვენი სახელით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას

01 ივლ 202018:22
3 წუთის საკითხავი
 
vxpix5i5q5oh6ws.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) განცხადებას ავრცელებს რომლის თანახმადაც, გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით და კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.

ცესკო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხვევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

„ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას. ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხვევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით.

განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში. კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა