logo
ENG



ცნობილია ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან

19 მარ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 
47ylals4xe4jdgu.png

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ის ქვეყნები დაასახელა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. 

მინისტრის თქმით, უწყებას მხოლოდ იმ ფაქტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლის თაობაზეც საელჩოს თავად მოქალაქეებმა მიმართეს. 

"ეს ინფორმაცია ეფუძნება იმ ინფორმაციას, რასაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საელჩოებს და საკონსულოებს. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში. არის ასევე იტალიაში, ესპანეთში და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ბუნებრივია ჩვენ, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 


close დახურვა