logo
ENG



ძალადობრივი ჯგუფები მოძრაობა საქართველოსთვის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

06 ივლ 202100:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/06/vxbllm7yqj3rea2.jpg

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. 

ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამჯერად მოძრაობა საქართველოსთვის წევრებს დაუპირისპირდნენ. 

მათ მოძრაობის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა. 

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა