logo
ENG



წითელი ჯვარი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არის

01 აპრ 202214:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/01/c6miv2sc3w9lhaa.jpeg

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თქმით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეთანხმებით განხორციელდება.

გეგმაში ზუსტად იქნება გაწერილი, მარშრუტი, ევაკუაციის დაწყების დრო და მიმდინარეობის პერიოდი, რომელსაც ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს.  

"ძალიან მნიშვნელოვანია ევაკუაციის ოპერაციის განხორციელება. ამაზეა დამოკიდებული მარიუპოლში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე". - ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ევაკუაციის გეგმაში მონაწილეობას მიიღებს 54 ავტობუსი. 

გეგმის მარშრუტი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანა უკრაინის ტერიტორიაზე მოხდება.

წითელ ჯვარს, მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლება არ მისცეს, ამიტომაც ისინი მარაგის გარეშე რჩებიან.  

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ცენტრალურ მარიუპოლში წითელი ჯვრის საწყობზე მინიმუმ 2 სამხედრო შეტევა მიიტანეს.

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო საზოგადოებას შენობის დაბომბვის დაგმობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია, რაც 1949 წლის ჟენევის კონვენციას არღვევს.


close დახურვა