logo

წულუკიანი: სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ეს ხუმრობით, სერიოზულად - ლობიზმია

clock 0 clock 1062 clock 31 ივლ 202017:28
წულუკიანი: სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ეს ხუმრობით, სერიოზულად - ლობიზმია

 

"სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი" - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარების განცხადებას ხუმრობით გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, კარგი იქნება, თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში. 

„სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი - ეს ხუმრობით. ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლენტეხში იმყოფებოდა, სადაც  მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესს გაეცნო.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. 

ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.

ამავე თემაზე: არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა