logo
ENG



წულუკიანის ვენდეტა - დროება

19 თებ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 

ის რაც საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოხდა, და იმას რაც ამ ამბავს მოყვა, ბევრი რამის თქმა შეუძლია დღევანდელ საქართველოზე. არტისტმა სანდრო სულაბერიძემ პერფორმანსი მოაწყო და საქმე ლამის საციხოდ გაუხდა. გაუხდა არა იმიტომ, რომ რამე დააშავა, არამედ თქვა მარტივი ჭეშმარიტება: ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელიაო. მაგრამ ვინც კულტურის სფეროს ბოჭავს და მარწუხებში აქცევს, ეს ფრაზა გულზე მოხვდა, და დაიწყო დევნა. ხოლო როცა საზოგადოებამ და საქართველოს პრეზიდენტმაც კი ეს პროცესი რეპრესიებს შეადარა, ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი გამოვიდა და თქვა, ეს ადეკვატური პარალელი არაა, მე ჯერ ოცნების დახვრეტილი ადამიანი არ მინახავსო. წულუკიანმა კი დააყოლა, ჩვენ მაინც კარგ ხასიათზე ვართ და ამ ჩემ ხნულს ბოლომდე მივყვებიო. სად მიდის წულუკიანის ხნული - ნახეთ დროებაში.


close დახურვა