logo
ENG



წულუკიანი: მგონია, EU მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას

11 ივნ 202215:08
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი: მგონია, EU მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები, ესენი არიან ისინი, ვინც აგრძელებენ ევროპის ფუძემდებელი მამების საქმეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ასევე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიმართებაში ძალიან მალე, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა. [...]

ასევე მგონია, რომ ევროკავშირი მიიღებს ისტორიის წინაშე იმ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც ეკუთვნის ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო.


close დახურვა